Project: Wether

პროექტი: ამინდის ფენომენი დედამიწაზე და გლობალური კლიმატი

ინფორმაცია: ამ პროექტში ჩვენი მოსწავლეები პირველად გამოიკვლევენ ამინდის ფენომენს საკუთარ ქვეყანაში და მთლიანად დედამიწაზე. ისინი გააკეთებენ პრეზენტაციას ამინდის მრავალფეროვანებაზე კონტინენტების მიხედვით.

მეორე ეტაპზე ისინი გამოიკვლევენ იმ გართულებებსა და კატასტროფულ შედეგებს, რომელსაც იწვევს გარემოს დაბინძურება. ისინი დეტალურად გაეცნობიან და ჩაუღრმავდებიან გარემოს დაბინძურების მიზეზებს, რომელიც გავლენას ახდენს მსოფლიო კლიმატზე.

საგანები: ქიმია, ფიზიკა, გეოგრაფია, უცხო ენები, ბუნებისმეტყველება.

პროექტის ენა: ინგლისური

მოსწავლეთა ასაკი: 9-14

საჭირო ინსტრუმენტები: თვინსპეისი,ელექტრონული ფოსტა, სხვადასხვა პროგრამები-პაუერ პოინტი; ვიდეო; სურათები, ნახატები და სხვა

მიზნები: ამ პროექტის საწყისი მიზანი არის ის, რომ მოსწავლეებმა მოიპოვონ და ღრმად გაიაზრონ ამინდის ფენომენი მსოფლიოს გარშემო და გარემოს დაბინძურებით გამოწვეული დამანგრეველი შედეგები. აგრეთვე ამ პროექტის მიზანია, ჩართოს მოსწავლეები თანამშრომლობით სწავლაში სხვა სკოლების მოსწავლეებთან ერთად, რაც ხელს შეუწყობს ინგლისური ენის უკეთ დაუფლებას და აგრეთვე კომპიუტერული უნარ-ჩვევების განვითარებას.

მუშაობის პროცესი: პროექტზე მუშაობის პირველი საფეხური მოიცავს სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეთა მიერ ერთმანეთის გაცნობას, ისინი გაცვლიან ინფორმაციას ერთმანეთის შესახებ.

მეორე საფეხური მოიცავს პრეზენტაციას საკუთარი ქვეყნის ამინდის ფენომენისა და კლიმატის შესახებ. აგრეთვე თითოეული სკოლა წარმოადგენს პრეზენტაციას სხვა რომელიმე კონტინენტის შესახებ.

მესამე ეტაპზე მოსწავლეები კვლევის საფუძველზე აკეთებენ დასკვნებს ზოგადად ბუნებისა და გარემოს დაბინძურების სახიფათო ეფექტებზე.

პროექტის საბოლოო საფეხურზე მოსწავლეები დაამზადებენ ბუკლეტებს, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი, თუ რა პროცესები იწვევენ გარემოს დაბინძურებას, რის შედეგადაც ხდება მსოფლიო კლიმატის ცვლილება. ბუკლეტები იქნება არა მარტო საინფორმაციო ხასიათის, არამედ მასში იქნება აგრეთვე მოწოდება იმისა, თუ რა გავაკეთოდ და რა არა, რომ თავიდან ავიცილოთ და ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ გარემოს დაბინძურების შემცირებაში.

საბოლოოდ მოსწავლეებს შეეძლებათ გაცვალონ იდეები ელექტრონული ფოსტის საშუალებით და ასევე შექმნან ერთობლივი პრეზენტაცია მსოფლიო კლიმატის შესახებ.

მოსალოდნელი შედეგები: ამ პროექტზე მუშაობის შედეგად სტუდენტები გაეცნობიან სხვადასხვაგვარი ამინდის ფენომენს დედამიწაზე, გარემოს დაბინძურების გავლენას მსოფლიო კლიმატის ცვლილებაზე და უკეთ გაიაზრებენ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა. აგრეთვე დახვეწავენ საკომუნიკაციო და კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს.

პროექტში მუშაობის შედეგად შექმნილ ელექტრონულ, ვიდეო, პრეზენტაციებს, ფოტო და ა.შ. მასალებს გამოაქვეყნებენ Twinspase-ზე, ბლოგზე და ა.შ.

Weather phenomena around the world and global climate.

Registered on 21.12.2013 | Status: Active

Information

In this project our students will firstly be invited to find out about the weather phenomena in their country and around the globe. They are going to create powerpoint presentations with diverse phenomena that appear in each continent. Secondly, they are going to work on the implications of the destruction of the natural environment the weather in order to gain a deep insight into the catastrophic results of the pollution of the environment.

Subjects: Chemistry, Foreign Languages, Geography, Geology, Natural Sciences, Physics

Languages: EN

Pupil's age: 9 – 13

Tools to be used: e-mail, Other software (Powerpoint, video, pictures and drawings), Twinspace

Aims: The primary aim of this project is to gain a deep understanding of the natural phenomena around the world and the deep understanding of the destructive results of pollution. Moreover, the secondary aim of this project is to involve students in collaborative learning with students of other schools. Last but not least, we intend that the students develop their language and computer skills.

Work process: The first stage of this process involves getting to know with each other. To this end, the students of the two schools are going to exchange information about themselves. The second stage involves creating powerpoint presentations about the weather phenomena in their country and each school for different continents. The third stage involves having our students consider the damaging effects of pollution to nature and the environment in general. At this stage our students can exchange ideas through e-mails and create a common powerpoint presentation.

Expected results: The students are expected to recognise various weather phenomena and to be able to elaborate on them. In addition, they are expected to fathom the significance of the natural environment and the implications of its destruction. Thirdly, they are expected to develop their literacy and oracy skills and their communicative abilities

четверг, 20 февраля 2014 г.

პროექტის ფოტო არქივი (etwinning-ი)






1 комментарий:

  1. წარმატებული და შემოქმედი მასწავლებლის წარმატებული და შემოქმედი მოსწავლეები. წარმატებას გისურვებთ ყველგან და ყოველთვის

    ОтветитьУдалить